სად ვდგავართ, სად არის იმის გარანტია, რომ საქართველო არ აფეთქდება? უსაფრთხოების ფარის სანაცვლოდ რას სთავაზობს "ოცნება" საზოგადოებას? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ტვ პირველის გადაცემა"რეაქციაში" განაცხადა.
ლაგაზიძის თქმით, საქართველოს საგარეო კურსი გაურკვეველია, რადგან ხელისუფლებას ქვეყანა რუსული ორბიტისკენ მიჰყავს.
მისივე თქმით, "საქართველოს რეგიონებში ირანის და ტერორისტული ორგანიზაციების გავლენა იზრდება" და უსაფრთხოება ქვეყანაში გარანტირებული არ არის.
„დღეს არის გადარჩენის შანსი, ფსიქოლოგიურად საქართველოს საზოგადოებისთვის და გარდა ამისა, განაცხადი იმისა, რომ საქართველოს უნდა და იმსახურებს ცივილიზაციურ სარტყელში იარსებოს, სხვაგვარად როგორც სახელმწიფო ვმთავრდებით - ნახეთ, რა სივრცეში ვექცევით უსაფრთხოების ფარის გარეშე - საქართველო, როგორც სახელმწიფო ბოლო 30 წელია, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ მის სახელმწიფოებრიობას იცავს დასავლეთი.
უსაფრთხოების ფარის სანაცვლოდ რას სთავაზობს ოცნება საზოგადოებას - გახდეს ორგანული წევრი იმ ავტორიტარული სარტყლის, რომელიც დღეს ერთიანად იცავს იმ ბარბაროსობას, რაც 7 ოქტომბერს ვიხილეთ - „ჰამასი“ და ირანი ერთად, ეს კადრები არ უჩვენებიათ, ეს ველურები როგორ კვეთენ ფეხმძიმე ქალს ცოცხლად მუცელზე და ნაყოფს როგორ ჭრიან თავს და მერე როგორ ესვრიან ტყვიას.
სად ვდგავართ, სად არის იმის გარანტია, რომ საქართველო არ აფეთქდება? გუშინ საქართველოში გაიმართა ძალიან ცუდი შეხვედრა, სადაც პირდაპირ დაუჭირეს მხარი „ჰამასს“ და იმას, რაც დღეს ხდება. ზოგადად, საქართველოს რეგიონებში ირანის გავლენა და ტერორისტული ორგანიზაციების გავლენა იზრდება. ამას ვინ უყურებს, ეს არის მირაჟი, ეს არის ილუზია, რომელიც რა მომენტში შეიძლება აფეთქდეს, არავინ იცის,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.