ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლებს 242 მძევალი ჰყავთ, რომლებიც 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას გაიტაცეს. მისივე თქმით, იასრაელელი სამხედრები მძევლების ოჯახებს დაუკავშირდნენ და მათი ახლობლების შესახებ აცნობეს.
„ჰამასი“ ამტკიცებს, რომ მძევლები მთელი ღაზის მასშტაბით ჰყავთ გადამალული, მათ შორის გვირაბებშიც.
გასულ კვირას „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 მძევალი დაიღუპა, თუმცა ამ ცნობების გადამოწმება შეუძლებელია.
ამასთან, გუშინ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიშის შედეგად შვიდი მძევალი დაიღუპა.