საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება დემოკრატიის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის მხრივ, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხთან, მაგალითად, სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით , – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ახლა ძალიან დაუცველი საერთაშორისო გარემოა. გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის აჩქარება. პოლონეთში ძლიერად ვიმედოვნებთ, რომ გაწევრიანების პროცესს არ სჭირდება ცვლილებები ხელშეკრულებებში და ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულად შეესაბამება გაწევრიანების პროცესს. გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის.
საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენეტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი პრინციპში მხარს უჭერს საქართველოს. საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება დემოკრატიის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის მხრივ, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხთან, მაგალითად, სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.