ღაზის სექტორი უცხო ქვეყნის 360-მა მოქალაქემ და 81-მა მძიმედ დაჭრილმა პალესტინელმა რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. იუწყება CNN ეგვიპტის მთავრობის ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ეს ადამიანები კაიროში ჩავლენ, რათა იქიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, საუდის არაბეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ისა და საფრანგეთის მოქალაქეები.
ასევე ღაზა უკვე დატოვა ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ 22-მა თანამშრომელმა. ახალი ჯგუფი მზადი არის ისინი ჩაანაცვლოს თუ ანკლავში არსებული ვითარება ამის შესაძლებლობას მისცემთ.
ეგვიპტელი მაღალჩინოსნის თქმით, ეგვიპტეში ევაკუაციისათვის უცხო ქვეყნის 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, მაგრამ 130-მა ან ვერ მოასწრო საზღვრის გადაკვეთა, ან უარი თქვა ოჯახის წევრების გარეშე ღაზის სექტორის დატოვებაზე, რომელთა სახელებიც სიაში არ იყო შეყვანილი.
ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა გუშინ დაიწყეს.
ამ დროის მონაცემებით, რაფაჰის გადასასვლელი ღია რჩება იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვრის კვეთაზე დარეგისტრირებულები არიან.
გავრცელებული ცნობით, გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.