ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა„რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ სწორედ 8 ნოემბერს დაფასდება შრომა, რომელიც საქართველომ გასწია და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება.
„რაც შეეხება სტატუსის საკითხს. ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. იმედია, ევროკომისიისგან გვექნება პოზიტიური შეფასება და დაფასდება იდეები, რაც მას ჰქონდა და თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.