„ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, არსებობს პარტია, რომელსაც ჰყავს ვინმე ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. ჰყავს გენერალური სპონსორი - ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც სად არის გადახვეწილი კაცმა არ იცის და ის მართავს რეალურად პარტიას. ჰყავს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც კარიდან გააგდეს და ფანჯრიდან ლამობს გადაძრომას იმავე პარტიაში - გირაოთი გათავისუფლებული კრიმინალი მელია. მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ჯაფარიძე, რომელიც რას აკეთებს, რას შვება? გაგვახსენა ყველას „ღიმილიანი საქართველო“ - ნახევარ ქვეყანას კბილები რომ დააძრო თავის შეფთან ერთად და მერე დატოვა გაცინებული (შემდეგ ჩვენ ჩავუსვით იმ ხალხს კბილები). რაც მთავარია, არის სადღაც ცხრაკლიტულში (რეალურად, მშვენიერ ოროთახიან VIP პალატაში) გამოკეტილი ცრუ ღმერთი პატიმარი სააკაშვილი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.