"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით, თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტს, მათ შორის, ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები, ვფიქრობ, მას არ აქვს ის მორალური ავტორიტეტი, რომ პარლამენტს მიუთითოს რამე,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ " ღამის კურიერის" ეთერში განცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს დაკარგული აქვს რელევანტურობა მისთვისაც და საქართველოს პარლამენტისთვისაც.
"ქალბატონ სალომეს რაც შეეხება: მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით, თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტს, მათ შორის, ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები, ვფიქრობ, რომ მას არ აქვს მორალური ავტორიტეტი, რომ პარლამენტს მიუთითოს რამე. ამაზე ვსაუბრობდით სხვა დროსაც, როცა უკვირდათ, პრეზიდენტი ხომ არ არის უფლებამოსილების გარეშე და სიმბოლურიო. სწორედ სიმბოლურობა ამაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მორალური ავტორიტეტი. სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ საკუთარი ქცევით, კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციურ ორგანოებზე თავდასხმით, ეს მორალური ავტორიტეტი დაკარგა. ამიტომ, ამ მოწოდებას და მითითებას რამე რელევანტურობა პარლამენტისთვის და ჩემთვის არ აქვს,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.