მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორს უცხო ქვეყნის მოქალაქები რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ტოვებენ, ასევე გასვლის უფლება აქვთ ავადმყოფებას და მძიმედ დაჭრილებს.
ეგვიპტის მხრიდან ღაზის მიმართულებით უკე გაემართა სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა საავადმყოფოებიდან ეგვიპტეში მძიმე დაჭრილების გადასაყვანად.
პალესტინის მხრიდან, სასაზღვრო პუნქტთან, შეკრებილია დიდი რაოდენობით ადამიანი, რომელთაც ანკლავის დატოვება სურთ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იქნება გახსნილი გამშვები პუნქტი და რამდენი ადამიანის გადასვლას დათანხმდება ეგვიპტის ხელისუფლება.
ამ დრომდე ეგვიპტის მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობდა ღაზის მაცხოვრებლების სინაის ნახევარკუნძულზე ევაკუაციაზე. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება საგუშაგოს დროებით გახსნაზე.