"ივანიშვილისთვის სანქციის დადება არის ბოლო გასროლა - ე.წ. ვერცხლის ტყვია, რომლითაც უნდა დაასრულო", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
გვარამიას ტქმით,, ივანიშვილი იქნება ბოლო პირი, ვისაც დაასანქცირებენ და რაც მთავარია, მან უნდა ნახოს, რომ სისტემა ინგრევა. მისი თქმით, თუ ივანიშვილი "გონს არ მოეგება" ის დასანქცირდება. გვარამიას განმარტებით, "გონს მოგება" ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში გამოიხატება.
ივანიშვილზე არ ვსაუბრობთ, ივანიშვილი ისედაც გასაგებია. ივანიშვილისთვის სანქციის დადება არის ბოლო გასროლა - ე.წ. ვერცხლის ტყვია, რომლითაც უნდა დაასრულო. ბიძინა ივანიშვილი ვიდრე დასანქცირდება და ამას მოუწევს, ივანიშვილი უნდა ხედავდეს, რომ მისი სისტემა ინგრევა. ის, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მოხდა, არავინ იფიქროს, რომ ამას არ ჰქონია შედეგები - ამას ჰქონდა უმძიმესი შედეგები სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში - პროკურორები კიდევ უფრო მეტად შეშინდნენ, ახალგაზრდები არიან, მეტი სოციალიზაცია აქვთ, მეტად უღირთ უცხოეთში სიარული," - ამბობს ნიკა გვარამია.