დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან პარტია მუშაობს პარტიის შიდა დოკუმენტზე - ეთიკის კოდექსზე. ამ შეხვედრის დროს ჩვენი მხრიდან გაჟღერდება მოთხოვნა, რომ ოდირმა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია წარმოადგინოს არჩევნების პერიოდში, რადგან არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს და მნიშვნელოვანია 6 თვით ადრე მაინც მოხდეს სამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა, რათა ჩვენს პარტნიორებს სრული სურათი ჰქონდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებისგან ჰქონდეს წნეხი, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაატარონ.
„ამ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებისგან ჰქონდეს წნეხი, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაატარონ, ამიტომ ამ თემებზეც გვქონდა საუბარი.
ეთიკის კოდექსი სცილდება მარტო შიდაპარტიული დაპირისპირების ფარგლებს, თანამედროვე ეთიკის კოდექსები შეიცავს ბევრ იმ შიდა სტანდარტებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პარტია, იქნება ანტიკორუფციული სტანდარტები, თანამდებობის პირებისთვის დადგენილი შეზღუდვები და სტანდარტები, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ახალგაზრდების მონაწილეობის სტანდარტები პოლიტიკაში, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, საქართველოში არცერთ პარტიას არ აქვს ანალოგიური დოკუმენტი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველი იქნება, რომელიც ამ შიდა სტანდარტებს დაადგენს. ეთიკის კოდექსი არ არის სადამსჯელო დოკუმენტი, ეს არის ის სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რიგითი პარტიის წევრი, პარტიის თანამდებობის პირი. ასევე კანდიდატები შესაბამის არჩევნების დროს, პარტიის ფინანსებთან და ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებული სტანდარტები, ამიტომ სჯობს პროპაგანდისტული მედიის ფარგლებიდან გამოხვიდეთ და მაინც და მაინც კონკრეტულ სუბიექტებს ამ ეთიკის კოდექსის შემუშავებაში ნუ დავინახავთ,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა