ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს ჩინეთშინ გამართულ ვახსამზე, რომელსაც ლევან დავითაშვილი დაესწრო, ვახშამზე იმყოფებოდა ვლადიმირ პუტინიც.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.
„რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია. სხვათა შორის, თუ კარგად გახსოვთ, რუსეთი გაერო-ს წევრია და იქაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.