საბურავები ავტომობილის განუყოფელი ნაწილია, ეს სწორედ ის დეტალია, რომლის გარეშეც მანქანის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა გამართული საბურავია. ვინაიდან მას უშუალოდ სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება, დაძვრა-დამუხრუჭებისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის.
თუ ახალი საბურავის შეძენა გსურს, აუცილებელია, გარკვეულ ინფორმაციასაც ფლობდე ამ პროდუქტის შესახებ. მაგალითად, ერკვეოდე საბურავების სეზონურობაში, გამოყენების ხანგრძლივობაში, ზომაში და სხვ. ყველა აღნიშნულის გათვალისწინება პროდუქტის სწორად შერჩევაში დაგეხმარება.
სეზონის მიხედვით მანქანის საბურავები სამი სახეობისაა: ზაფხულის საბურავი, ზამთრის საბურავი და ყველა სეზონის საბურავი. ზაფხულის საბურავი შექმნილია ცხელი კლიმატური პირობებისთვის, იდეალურია ნესტიან, წვიმიან ან მაღალი ტემპერატურის პირობებში. თუმცა შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად აქტიურად იწყება ზაფხულის საბურავის ჩანაცვლება, შესაბამისი - ზამთრის საბურავით. თუ ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ჩნდება ზამთრის საბურავების საჭიროება. ასეთი საბურავი სპეციალურად დაბალი ტემპერატურისთვის, თოვლიანი, მოყინული ან თოვლჭყაპიანი ზედაპირისთვისაა შექმნილი. ცივ კლიმატურ პირობებში საბურავს აქვს შესაფერისი მოჭიდება, რაც ამარტივებს გადაადგილებას. მაშინ, როცა ზაფხულის საბურავი ტემპერატურული ცვლილებებისას კარგავს პირვანდელ თვისებებს, ჩნდება მოცურების რისკი. ამ დროს ყველა რისკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზამთრის საბურავების შეძენა. ზამთრის საბურავები სპეციალური სეზონისთვის შესაფერისი ქიმიური შემადგენლობითა და უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობით მინიმუმამდე ამცირებს მოცურების რისკს. გადაადგილებისას ყველანაირი საფრთხის ასარიდებლად უმჯობესია, საბურავი სეზონის მიხედვით შეარჩიო.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საბურავის გამოშვების თარიღი, რომელიც 3-იდან 5 წლამდე მერყეობს.
ზამთრის საბურავების უდიდეს არჩევანს tegetashop.ge-ზე შეხვდები. ონლაინ მაღაზია დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის 60-ზე მეტის ბრენდის საბურავით. ესენია: bridgestone, continental, pirelli, yokohama, petlas, BF Goodrich და სხვა.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 25 წელია საბურავების მწარმოებელ გამორჩეულ ბრენდთან, Bridgestone-თან, თანამშრომლობს. „ბრიჯსტოუნის“ იაპონური საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადაადგილება და რთულ გარემოში ეფექტური მუშაობა - სწორედ ასე ხასიათდება „ბრიჯსტოუნი“. ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი თუ თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობისთვის - „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს აკმაყოფილებს.
tegetashop.ge-ზე ევროპული და ამერიკული წამყვანი ბრენდების საბურავების ყიდვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი. საიტზე შეხვდები ფასდაკლებებსა და შეძენის მოსახერხებელ პირობებს, რაც თითოეული მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საბურავები განვადებით შეგიძლია შეიძინო.
უფრო მეტი დეტალის გასაცნობად ეწვიე ვებგვერდს: https://shop.tegetamotors.ge/
ან დაგვირეკე ნომერზე: 032 226 44 44