მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია ბიძინა ივანიშვილის ბაობაბებზე, საქართველოს მოსახლეობის პრობლემებზე კი საერთოდ არ ფიქრობენ, - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძე გურიაში, ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა.
„ვხედავდით, როგორ ასეირნებდნენ ბიძინა ივანიშვილის კენიიდან მითვისებულ ბაობაბის ხეებს და მთელი სახელმწიფო მანქანა როგორ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ახირებაზე, ხეები ესეირნებინა. ამას უთმობენ ყურადღებას და აქ ხედავთ რა მდგომარეობაში ცხოვრობს აქაური ხალხი. ეს არის შეუძლებელი, ამას ფიზიკურად აღარ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ადამიანების პრობლემა რაც შეიძლება მყისიერად მოაგვაროს „რუსულმა ოცნებამ,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.