სააკაშვილი უღირსად და ამორალურად იქცევა. არ მგონია, რომ დედამიწაზე დარჩენილია ვინმე, ვინც მას ღირსებისა და მორალის მქონე პირად აღიქვამს. ეს არის ადამიანობისგან დაცლილი, ფარჩაკი და ბოროტი ადამიანი, რომელიც საქართველოს განვითარებას პირდაპირ ებრძვის. ეს გვაძლევს კიდევ მეტ მოტივაციას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას – რა მიზანს ემსახურებოდა ქვეყანაში იმ ფორმით შემოსვლა. მისი მიზანი იყო, არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყო, უფრო მეტიც, ქართველი ხალხის სისხლისღვრა. მათი მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ. ქვეყანას არეულობა და დაპირისპირება არ სჭირდება, სჭირდება – სტაბილურობა და მშვიდობა. თუ ფიქრობენ, რომ თავიანთი განცხადებებით თავს გადაიზღვევენ, ვერავინ დააღწევს თავს იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ჰქვია. სააკაშვილი და თავისი ბანდა დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს. ეს ადამიანები ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას ამართლებდნენ. ესენი არიან ამის წამახალისებელები“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ღუდუშაურის განმარტებით, როგორც ჩანს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ არის მცდელობა, ეს პროცესი გააუბრალოონ და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას.
„კარგად გვახსოვს მათი ზრახვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში აპოკალიფსს მოაწყობდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ეს პროცესი გააუბრალოონ. სააკაშვილი უღირსად და ამორალურად იქცევა. არ მგონია, რომ დედამიწაზე დარჩენილია ვინმე, ვინც მას ღირსებისა და მორალის მქონე პირად აღიქვამს. ეს არის ადამიანობისგან დაცლილი, ფარჩაკი და ბოროტი ადამიანი, რომელიც საქართველოს განვითარებას პირდაპირ ებრძვის. ეს გვაძლევს კიდევ მეტ მოტივაციას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს და არა ისეთი, როგორიც სააკაშვილს, ადეიშვილს უნდათ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.