საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილს განცხადების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლა ეაწყვეტინა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რატომ შეაწყვეტინეს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა.
მოსამართლის თქმით, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე სააკაშვილს განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას.
„ბრალდებულს, ყველა სასამართლო სხდომის მსგავსად, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლო მას 13-14 წუთი უსმენდა, ამ ხნის განმავლობაში, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე მიეცა განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და წარდგენილი ბრალდების გარშემო ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქედან გამომდინარე, მას არაერთგგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი, განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია, თუმცა ის არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას. სასამართლოს აქვს უფლება, შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება იმ საკითხებს, რაც განსახილველ საქმეს ეხება. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომ ბრალდებულს შეუძლია, ისაუბროს უსასრულოდ? ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხზეც? პოლიტიკური მდგენელი თუ აქვს ამ საქმეს, ისევ ამ საქმის ფარგლებში ეტევა საუბარი და მას შეუძლია, ისაუბროს, ამის თაობაზე არ შეგვიზღუდავს, მაგრამ თუ ის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.
მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადებები გააკეთა. მან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შერმოსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და პროდუქტების გაძვირებაზე ისაუბრა.