აშშ-მა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით საზღვაო ქვეითთა სწრაფი რეაგირიების ძალები გაგზავნა. ინფორმაციას CNN ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ შეშფოთებულია, რომ ღაზაში ომი, შესაძლოა, რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
სადესანტო ხომალდი USS Bataan ახლა წითელ ზღვაშია და მალე გადავა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით.
ამგვარად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დანაყოფები ახლოს იქნებიან ლიბანთან და ისრაელთან, რადგან აშშ-მა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები ლიბანის დატოვების შესახებ. საზღვაო საექსპედიციო დანაყოფის ერთ-ერთი მისიაა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება.