დაბა ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია. ბაკურიანი ტურისტებს ყოველთვის იზიდავდა, თუმცა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც კურორტმა 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. კურორტისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარების მომტანი იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ბაკურიანში 2025 წელს გაიმართება. შესაბამისად, ბაკურიანში დამსვენებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც კურორტს ინვესტირებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ბაკურიანში აპარტამაენტის შეძენა სურს, ამიტომ, მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ოთხივე სეზონზე მოთხოვნად კურორტზე.
არქის დასრულებული აპარტოტელი ბაკურიანში
არქის დაბა ბაკურნიანში ევროპული სტანდარტის, მულტიფუნქციური აპარტოტელი აქვს. არქი დიალოგი კოხტა ბაკურიანის საუკეთესო ადგილასაა აშენებული და ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული, რომელსაც ყველა სეზონზე თავისი ხიბლი აქვს. აპარტოტელში ყველაერია კომფორტული დასვენებისთვის: სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისები, რესტორანი უგემრიელესი კერძებით, ბარი და მყუდრო ტერასა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. დიალოგ კოხტას თავისი 3 5000 კვ.მ. გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი აქვს. მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებია გამოყენებული.
აპარტოტელში ბინები სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ოთახის აღჭურვილოვბით ბარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დიალოგ კოხტა გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურით, რომელიც იდეალურად ერწყმის ადგოლობრივ ურბანულ განვითარებას. ბაკურიანში ბინის ფლობა თავისთავად არის დამატებითი შემოსავალი კურორტის პოპულარობის გამო. თუმცა დიალოგ კოხტაში აპარტამენტის შეძენა გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის შემოსავლის მიღებას, რადგან არქი დამქირავებლის მოზიდვასა და გაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად აგვარებს. არქი დიალოგი კოხტაში ბინის მფლობელს დროის დაკარგვის გარეშე, კომფორტულად და მშვიდად შეუძლია მიიღოს დამატებითი შემოსავალი ყველა სეზონზე.
აპარტამენტის შეძენის პირობები
არქის აპარტოტელ დიალოგ კოხტაში ბინის შეძენა 12 წლამდე განვადებით, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკითაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბინის შეძენის მსურველს წინასწარ შესატანი თანხა არ აქვს. ხოლო მათ, ვისაც ერთიანი გადახდით სურთ აპარტამენტის შეძენა არქი სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. პერსონალური ასისტენტები ყველა მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი აპარტამენტის შერჩევაში, გაარკვევენ გადახდის პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. ლიდერი დეველოპერული კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ ბინის შეძენა ყველასთვის შესაძლებელი და კომფორტული გახადოს.