ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ისრაელმა წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც შესაძლოა ყველა აიძულოს ზომებს მიმართოს.
„ვაშინგტონი გვთხოვს არაფერი გავაკეთოთ, თუმცა ის თავად ისრაელს ფართომასშტაბიან დახმარებას უწევს. აშშ-მა წინააღმდეგობის ღერძს გაუგზავნა გზავნილი, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე“, - წერს რაისი Twitter-ში.
„წინააღმდეგობის ღერძი“ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხადაჭერილი ქსელი, რომელთა შორის არის „ჰამასიც“.