ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოჯახების წევრებს შეხვდა. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ ღაზის სექტორში მოქმედებები გაფართოვდა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ახლობლებს.
„მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ფორუმის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასული ღამე, როდესაც ისრაელის ჯარები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ, ყველაზე საშინელი იყო.
ისინი წუხან, რომ მათთვის არავის განუმარტავს უქმნის თუ არა საფრთხეს სახმელეთო ოპერაცია 229 მძევლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ნეთანიაჰუ მათ დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად.
მძევლები ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს.
ღაზას სექტორში ათობით ბავშვი და მოხუცია, ასევე ტყვედ არიან აყვანილი სამხედრო მოსამსახურეები.
ისრაელის მთავრობის ცნობით, მძევლებიდან სულ მცირე 135 უცხოელია ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს.