ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჩრდილოეთ ღაზის სექტორისა და ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ გადაადგილდნენ სამხრეთით.
"წადით სამხრეთისკენ თქვენივე უსაფრთხოებისთვის", - დაწერა ჰაგარის წარმომადგენელმა Twitter-ში
მისი თქმით, მოსახლეობას სახლებში დაბრუნება ინტენსიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეეძლება. მისივე თქმით, ჰამასი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ რაიონებში შეიარაღების განთავსებით.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ ღაზას მოსახლეობის გაფრთხილებისთვის გამოიყენეს სხვადასხვა მეთოდები - ჩამოყარტერეს ბუკლეტების, ინფორმაცია გაავრცელეს რადიოთი და ინტერნეტის საშუალებით.
28 ოქტომბრის, ღამეს, ისრაელის ჯარები ღაზას სექტორში შევიდნენ, ისრაელის ძალებმა ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასიური დაბომბვა განახორციელეს, რითაც გააფართოვეს სახმელეთო ოპერაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 150 მიწისქვეშა ობიექტი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, დაიღუპა ჰამასის რამდენიმე უფროსი მეთაური. თავის მხრივ, ჰამასის მებრძოლებმა, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს 7 ოქტომბერს და მძევლები აიყვანეს, განაცხადეს, რომ ბოლო ღამის განმავლობაში სულ მცირე 400 პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.