„საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს უკვე ძალიან კარგად ესმით, ჩვენს პარტნიორებს,“ - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია დღეს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტს შეხვდა.
როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, ყველას ძალიან კარგად ესმის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა და ის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები, მისივე თქმით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური ადვოკატირებით, აშშ-დან იყოს ძალიან მაღალი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, უკვე ჩვენს პარტნიორებს. როგორ უნდა შევცვალოთ ეს? ეს უნდა შევცვალოთ არჩევნებით, ამიტომ ყველას ძალიან კარგად ესმის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ადვოკატირებთ, რომ იყოს ძალიან მაღალი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ამ არჩევნებამდე, მათ შორის სენატიდან. მნიშვნელოვანია მაღალი დონის დელეგაციები, რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია საქართველოზე, რაც შეიძლება მეტი მოსმენა. სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებას ასე ეშინია მომავალი არჩევნების, თავს ესხმიან USAID-ს, ცდილობენ ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რაც შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან მაღალია მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესში, ეს იქნება წარმომადგენლობითი პალატა, თუ სენატი იმისთვის, რომ USAID-მა გამოაგზავნოს ძალიან ბევრი დამკვირვებელი საქართველოში, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც თვეებით ადრე ჩამოვლენ საქართველოში იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი რუსული რეჟიმის ცვლილებას და ხელისუფლებაში მოიყვანს კოალიციურ პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.