გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ მძევლები.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორისაა: ჩინეთი, ირანი, სირია, საუდის არაბეთი, რუსეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი.
მხარი არ დაუჭირა 14-მა ქვეყანა, მათ შორის: აშშ-მა, ისრაელმა, უნგრეთმა, ავსტრიამ, ჩეხეთმა, ხორვატიამ, ტონგამ, პარაგვაიმ, ნაურუმ, მიკრონეზიამ.
თავი შეიკავა 45-მა ქვეყანამ, რომელთა შორისაა: ინდოეთი, კანადა, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
დოკუმენტში ერთხელაც არ არის ნახსენები დაჯგუფება„ჰამასი”, რამაც ისრაელის პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორი იყო იორდანია.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის სავალდებულო, მაგრამ ასახავს მსოფლიო საზოგადოების განწყობებს. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხჯერ ვერ შეძლო რეზოლუციის ტექსტის მიღება, რადგან საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.