ღაზას სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. BBC-ის ცნობით, ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისმა, Netblocks-მა Twitter-ის ვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ღაზაში ინტერნეტკავშირზე წვდომა შეფერხდა.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ. ომის დაწყების შემდეგ, ღაზას სექტორი უძლიერესი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა.