ღაზას სექტორში მძევლების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 229-ია. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა.
ბრიფინგზე ჰაგარმა თქვა, რომ ისრაელელ სამხედროები ფლობენ ინფორმაციას ღაზას სექტორში 229 მძევლის შესახებ. მისივე თქმით, გატაცებულთა ოჯახები ინფორმირებულია.
მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ ღაზაში 222 მძევალ იმყოფებოდა, გუშინ კი თქვა, რომ ეს რიცხვი 224-მდე გაიზარდა.
„ჰამასის“ ტერორისტებმა მზევლები 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცეს. მზევლებს შორის არიან სამხედრო მოსმასახურებიი, ასევე ისრაეილისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
20 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი - დედა და მისი 17 წლის ქალიშვილი გაათავისუფლა. 23 ოქტომბერს კი ისრაელის ორი მოქალაქე.
ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ რამდენიმე მძევალი ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს დაიღუპა.