აშშ მხარს არ უჭერს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გარდა, ისრაელის უდანაშაულო მოქალაქეები ყოველდღიურად „ჰამასის“ რაკეტების,სამიზნეები არიან.
„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ ეს ოპერაციები“, – აღნიშნა მილერმა.
ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ მომხრეა, რომ მხარეებმა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზა, რაც დახმარების მიწოდების შესაძლებლობას მისცემთ. მისივე თქმით, იმუშავებენ ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტის გასახსნელად.