უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ, რომლებიც თავიანთი პრორუსული შეხედულებებით გამოირჩევიან, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკეს, რომელიც ევროკავშირმა გამოყო. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
ორბანის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება არ მუშაობს, სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა ფიცომ კი აღნიშნა, რომ უკრაინას კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ორბანის თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შექმნას ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ.
„დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. ცხადია, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ორბანმა.
.