პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში 900-მდე სამხედრო გადაჰყავს.
„დაახლოებით 900 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოპერაციების ზონაში განლაგების პროცესში.
მე არ ვისაუბრებ ამ ძალების კონკრეტულ ლოკაციებზე, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი არ გაიგზავნებიან ისრაელში,” - თქვა რაიდერმა.
მისი თქმით, 17-დან 26 ოქტომბრამდე აშშ-სა და კოალიციის ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით სულ მცირე 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ სირიაში.
გენერალმა არ დაასახელა კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმებზე. მან მხოლოდ თქვა: ”ჩვენ ვიცით, რომ ეს დაჯგუფებები დაკავშირებულია ირანთან”.
გარდა ამისა, პენტაგონის სპიკერმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები აგზავნის რკინის გუმბათის“ ორ სისტემას ისრაელში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და მოქალაქეების სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად.