უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, მხარი დაუჭირონ წლის ბოლოს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ძირითადად განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას“.
„ან გაიმარჯვებს ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.