ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე და სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
"კიევი კვლავ ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მეორე ფრონტის გახსნაზე. ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა, ზელენსკის მსგავსად, საქართველოს მოუწოდა მსგავსი სამხედრო ოპერაციების დაწყებისკენ, მსგავსი მოწოდებით მიმართა მოლდოვის ხელისუფლებასაც. ვინ დგას მათ უკან - რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, შეერთებული შტატების გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას - განაცხადა ზახაროვამ.