ღაზას სექტორში მძევლების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 224-ია. ამის განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა.
ბრიფინგზე ჰაგარმა განაცხადა, რომ 224 ოჯახს ეცნობა, რომ მათი ნათესავები მძევლად არიან აყვანილი. მისივე თქმით, ეს რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, მანამდე ისრაელის არმია 222 მძევლის შესახებ იტყობინებოდა.
გამოცემა Times of Israel აღნიშნავს, რომ ამ რიცხვში არ შედის „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული ოთხი მძევალი.