თურქეთი მტკიცედ გმობს ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თურქეთს არ აქვს პრობლემა ისრაელის სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ არასდროს შევეგუებით ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და ქმედებებს „ორგანიზაციისა“ და არა სახელმწიფოს სტილში“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ისრაელის იერიშების მსხვრეპლთა თითქმის ნახევარი ბავშვია, მიუთითებს „განზრახ სისასტიკით მიმართული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე“.
დაჯგუფება „ჰამასის“ შესახებ საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებლებისა და მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად“.
„ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, მიუთითებს როგორც მკვლელობაზე, ასევე მათ ფსიქიკურ აშლილობაზე, ვინც ახორციელებს და ვინც მხარს უჭერს {თავდასხმებს}. ხვალ, როდესაც გაქრებიან ის ძალები, რომლებსაც ისინი {ისრაელელები} ეყრდნობიან, პირველი ადგილი, სადაც ისრაელის ხალხი ნდობასა და წყალობას მოძებნის, იქნება თურქეთი, ისევე როგორც 500 წლის წინ“, – განაცხადა ერდოღანმა.