ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრას მითანხმებდნენ, მათ ყოველ დღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, შეხვედრაზე არ მოდიოდნენ, მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და რა თქმა უნდა, დავუდასტურე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაიმეს თქმა თუ უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? – პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე – იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება. კარებთან დგომა საჭირო არის, არის შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.