დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს, აქვთ დაპირისპირება, რაც საჯაროა და ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როცა ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დახმარებით მელია გამოაგდეს პარტიის თავმჯდომარეობიდან.
„ეს არის მათი პირადი დაპირისპირება, დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს და აქვთ დაპირისპირება, რაც უკვე საჯაროა და ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ურთიერთობები ექნებათ ხაბეიშვილსა და მელიას, რა მდგომარეობა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც აწუხებს ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როგორ გამოვასწოროთ, როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს, მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ და ა.შ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია, ისიც ითქვა, ყველა ინფორმაცია გამოდის, რომ გაგდებას უპირებდნენ, შემდეგ მელია გამოვიდა, განცხადება გააკეთა, რომ ის გასვლას აპირებდა. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდეთ, ეს არ არის ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო“, – განაცხადა კალაძემ.