პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, ეს არის სატელევიზიო პროდუქტი, არის რაღაც რადიკალური, ექსტრემისტული, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამ ბოლო დროს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა. რაღაცებს იბოდიალებენ და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი რას ნიშნავს ეს. რა ვიცი რას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ არიან არეულ-დარეულები და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. პარტია „ნაცმოძრაობა“ რეალურად არ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს. წავლენ რაღაც მავზოლეუმს გააკეთებენ თავის ბელადისას, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს. ასეთი საქმიანობით არიან დაკავებული და მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით. რეალურად იმაზე მიდის ბრძოლა, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს, იმ თანხებს, რომელიც არის მოპარული ბიუჯეტიდან თავის დროზე და ახლა ინაწილებენ ერთმანეთში, ვის ექნება გავლენები პარტიის შიგნით. რეალურად წარმოიდგინეთ ორი-სამი თვის განმავლობაში მათმა ტელევიზიებმა ამათი სისულელეები, მავზოლეუმების გახსნები და შიდა დაპირისპირებები თუ არდაპირისპირებები რომ არ გააშუქონ, საერთოდ პარტია არ არსებობა, არის რაღაც რადიკალური, ექსტრემისტული, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი“, – განაცხადა მდინარაძემ.