გასულ ღამეს, რუსეთის ძალები უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 11 დრონით თვას დაესხნენ. უკრაინის საჰარეო თავდაცვამ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანაგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრნობით ავრცელებს.
25 ოქტომბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინაზე 6 სარაკეტო და 51 ავიადარტყმა მიიტანეს, ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემებიდან 66-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინულ პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს.
რუსი ოკუპანტების ავიადარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰოვის, ლუჰანსკის, დონეცკისა და ხერსონის ოლქის ასობით დასახლება.
რუსეთის თავდასხმის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, ასევ სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.