ჩემთვის დათო კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი რა თვალსაზრისით არიან ერთნი? არც ერთი მათგანი ხალხის ინტერესს არ ასახავს და არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მელიას თქმით, არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაშიც და "ნაციონალურ მოძრაობაშიც". მელია ამბობს, რომ მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად მართავს ენმ-ს და მათთან ერთად დგომა ყოფილი თავმჯდომარისთვის მიუღებელია.
„ჩემთვის დათო კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი რა თვალსაზრისით არიან ერთნი? არცერთი მათგანი ხალხის ინტერესს არ ასახავს და არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ. ეს არის რუსული სტილის მმართველობა, რაც არ უნდა თქვან, რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანონ, ფაქტი არის ჯიუტი - მიუხედავად ყველაფრისა, როცა მივულოცეთ გამარჯვება და ხალხი 5 დღეში გაყარეს, ამას ივიწყებენ, დემოკრატიულ პროცესზე თქვეს უარი.
იქ, სადაც იოტისოდენა ჩართულობა არის კეზერშვილის და მერაბიშვილის, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენების, არაფორმალური მმართელობა, როგორც ფენომენი მაქვს მხედველობაში, იქ მე ვერ ვიქნები. ოპტიმალურ პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.