რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ბაზის შექმნის შესახებ განაცხადა, უკრაინული რაკეტებისა და დრონებისგან რაც შეიძლება შორს, თუმცა ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტების და საზღვაო დრონებისგან შორს, თუმცა მათ ყველგან მივწვდებით.
რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა ან სანდო ლოჯისტიკური მარშრუტი... ჯერჯერობით, ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრულ საცეცხლე კონტროლს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია.
ჩვენ ვამჩნევთ, რომ ყირიმში პროუკრაინული განწყობები სულ უფრო ღია ხდება... ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ყირიმში ბევრი მოკავშირე გვყავს, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შავ ზღვაში ახალი საექსპორტო დერეფნის ექსპლუატაციის დაწყებიდან, დაახლოებით 50 გემი შევიდა და კიდევ 50-ზე მეტის ჩასვლაა გამოცხადებული.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია უკრაინის მიწების, მათ შორის ყირიმის სრული დეოკუპაცია.