ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული ორი მძევლის შესახებ განცხადება გააკეთა.
გათავისუფლებული მძევლები 79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოჰევედ ლიფშიცი არიან. ისინი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზიდან გაიტაცეს.
ორივეს ქმრები ამირამ კუპერი (85 წლის) და ოდედ ლიფშიცი (83 წლის) მათთან ერთად გაიტაცეს და ამჟამად „ჰამასის“ ხელში რჩებიან.
ისრაელმა მადლობა გადაუხადა მძევლების გათავისუფლებაში დიდი წვლილისთვის ეგვიპტესა და წითელჯვარს, თუმცა კატარის შესახებ, რომლის როლზეც ბევრს საუბრობენ, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.