„ჰამასი“ აცხადებს, რომ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას CNN „ჰამასის“ სპიკერის, აბუ ობაიდაზე დაყრდნობით ავრცელებს. მძევლების გათავისუფლებაკატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად მოხდა.
„მათი გათავისუფლება გადავწყვიტეთ ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, – თქვა აბუ ობაიდამ.
მედიის ინფორმაციით, მძევლები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, სავარაუდოდ ორივე მძევალი ქალია.
შეგახსნებთ, მანამდე, 20 ოქტომბერს „ჰამასმა“ ამერიკის ორი მოქლაქე გაათავისუფლა.