გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, ვიდრე გახარია ვინმეს დასრულებაზე ილაპარაკებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე და სხვა საქმეებზე.
„გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად -პასუხი გასცეს იმას, რომ როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
გიორგი გახარიამ განაცხადა: „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“. დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.