ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო 7 ოქტომბრის შემდგ ისარელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 4 651 ადამიანი, მათ შორის 1 873 ბავშვი, 1 101 ქალი და 1 677 კაცი.
სამინისტრო ცალკე გამოყოფს ღაზის სამხრეთით დაღუპულთა მონაცემებს, მათი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ამ დროისათვის დაღუპულია 839 ადამიანი.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 14 245-ს აღწევს.