ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, შესაძლოა სამ თვეს გაგრძელდეს, თუმცა, ეს იქნება ბოლო ოპერაცია „ჰამასის“ გასანადგურებლად.
„ეს უნდა იყოს ბოლო [სახმელეთო] მანევრი ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ „ჰამასი“ არ იქნება. დასჭირდება ერთი თვე, ორი თვე, სამი, მაგრამ საბოლოოდ, „ჰამასი“ აღარ იქნება“, - ამბობს გალანტი.
„ვიდრე მტერი ჯავშანსატანკო და სახმელეთო ჯარებს შეხვდება, საჰაერო ძალების ბომბებთან მოუწევს შეხვედრა”, - განაცხადა გალანტმა.