უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა ყოველდღიურად სულ მცირე 500 მეტრით მაინც წინ უნდა წაიწიონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„მთავარია ფრონტი, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი მოქმედებები, ჩვენი შედეგები, თითოეული მათგანის დახმარება, ვინც ახლა ბრძოლაში, საბრძოლო პუნქტებზე და პოზიციებზეა.
უკრაინისთვის ყოველდღე გვჭირდება შედეგი - გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს, გაანადგუროს ოკუპანტები და წინ წაიწიოს, ერთი კილომეტრი მაინც, 500 მეტრი მაინც, მაგრამ ყოველდღე წინ უკრაინის პოზიციების გასაუმჯობესებლად, რათა ზეწოლა მოხდეს ოკუპანტებზე.
ეს აძლევს სახელმწიფოს ძალას. მთელ მსოფლიოს აძლევს მოტივაციას, დაგვეხმაროს. ეს ადასტურებს, რომ რუსული ტერორი არ იმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი ტერორისტები ვერაფრით გატეხენ უკრაინელების ნებას, დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და დამოუკიდებლობა, მზადყოფნას, იმუშაონ თავიანთი სახელმწიფოსთვის, მზადყოფნას იბრძოლონ, „ისე, რომ მოსკოვში არასოდეს იყოს იმედის რეალური საფუძველი, რომ უკრაინა ოდესმე გატყდება“.