სლოვაკეთის ახალი მთავრობა გეგმავს, გაამკაცროს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება.
ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პარტია SMER-ის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ სლოვაკეთის მიზნების შესაბამისად იმოქმედებს.
„სლოვაკეთში პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მმართველობა დღეს სრულდება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მისივე თქმით, ყველა უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი.
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 30 სექტემბერს გაიმართა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოპულისტ რობერტ ფიცოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SMER) გაიმარჯვა. მან განაცხადა, რომ კოალიციას შექმნის პარტია „ჰლასთან “და „სლოვენსკა ნაროდნა სტრანასთან“ ერთად.
რობერტ ფიცო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.
რობერტ ფიცო ასევე არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას.