თურქეთმა ღაზას სექტორის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით ეგვიპტეში უკვე გაფრინდა.
ტვირთი მოიცავს მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ღაზას სექტორის მოსახლეობისათვის.
ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, საჰაერო ხომალდის ბორტზე იმყოფება ექიმთა ჯგუფი, რომელიც 20 სპეციალისტისგან შედგება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე იგეგმება ელ არიშის აეროპორტში და რაფაჰის საგუშაგოზე თურქული საველე ჰოსპიტლების შესაქმნელად ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შესწავლა. ქოჯამ აღნიშნა, რომ სამუშაოები ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ნაბიჯების ფარგლებში განხორციელდება.