ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ისრაელი ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და მოუფრთხილდეს ღაზას სექტრორის მშვიდობიან მოსახლეობას, მისმა არმიამ კი თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. ამის შესახებ კლევერლიმ კაიროს სამშვიდობო სამიტზე ისაუბრა. იუწყება Reuters
„გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ და ნათლად აცხადებს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის და 7 ოქტომბერს გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების უფლება“, - განაცხადა კლევერლიმ.
ამასთან, კელვერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა იმუშაოს ღაზაში პალესტინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მათი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს.
„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, მე მოვუწოდე ისრაელელ სამხედროებს წესრიგისკენ, პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისკენ“, - დასძინა კლევერლიმ.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ღაზაში შექმნილმა ვითარებამ არ გამოიწვიოს რეგიონალური კონფლიქტი, რისი სურვილიც აქვს „ჰამასს“.
„ჩვენ გვავქს ვალდებულება ვიმუსშაოთ ერთად, რათა არ დავუშვათ, რომ არასტაბილურობამ მოიცვას რეგიონი და კიდევ მეტი სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასი“ ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი თანაარსებობის გამარჯვება“, - განაცხადა კლევერლიმ.