ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი” აცხადებს, რომ გასულ ღამეს ღაზას სექტორში ავიადარტყმების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადენელმა, ადამ დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორზე გაძლიერდება, რადგან სამხედროები ემზადებიან მოსალოდნელი სახმელეთო შეტევისთვის.
მან ასევე მოუწოდა ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას, გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით.