გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იოხენ ფლიასბარტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მლნ ევროს გამოყოფს. იუწყება DPA.
ფლიასბარტის თქმით, სახსრები მოხმარდება განათლების, ჯანდაცვისა და წყალმომარაგების სფეროებს, ასევე ქალაქების აღდგენას.
კიევსი ყოფნისას, ფლიასბარტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის საკვანძო სექტორების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მნიშვნელობა, „რადგან მოსახლეობას სჭირდება პერსპექტივა და სამუშაო ადგილები“.
აღნიშნული სახსრების გათვალისწინებით, გერმანია საერთო ჯამში უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად რუსული აგრეიის დაწყების შემდეგ, დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო გამოყო.