მედიამ, გათავისუფლების შემდეგ „ჰამასის“ მძველების პირველი ფოტო გაავრცელა.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს კიბუც ნაჰალ ოზიდან ამერიკის მოქალაქეები- ჯუდით რანაანი და მისი 17 წლის ქალიშვილი გაიტაცა.
ჯუდითი და ნატალი ისრაელში შეერთებული შტატებიდან ჯუდითის დედის თამარ რანაანის 85-ე დაბადების დღის და ნატალის სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ჩავიდნენ.
დედა-შვილი აშშ-ში დაბრუნებას 7 ოქტომბრამდე გეგმავდა, მაგრამ გეგმები შეცვალა და ისრაელში კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა გადაწყვიტა.
მათ გათავისუფლებაში შუამავალი კატარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იყო.
თამარ რანაანი და მისი პარტნიორი იეჰილი გადარჩნენ, მათ თავდასხმის დროს დაცულ ოთახში დამალვა მოასწრეს, შემდეგ კი ისრაელელმა სამხედროებმა გამოიყვანეს.
ოჯახის კიდევ რვა წევრი და მათი ოჯახები დაკარგულებად არიან მიჩნეული, მოკლულია ოჯახის ორი წევრი და დამხმარე, რომელიც მათ სახლში მუშაობდა. ოჯახის კიდევ ხუთი წევრი კი სავარაუდოდ მძევლებს შორისაა.