ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს -
ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმააკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გამკაცრებასთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ძნელი დასაჯერებელია, რამდენი ადამიანი მომმართავს ხოლმე. ქუჩაში გაივლი, დაგინახავენ პარლამენტის წევრს და გეუბნებიან, რამე გვიშველეთ ამ ხმაურთან დაკავშირებითო. განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს ვიღებთ. რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის ამის აღსრულება, ილუზია ვერ გვექნება, რომ ასპროცენტიანი აღსრულება მოხდება, მაგრამ მოუფრთხილდებიან, განსაკუთრებით რესტორნები, ბარები. ცხადია, ეს შედარებით მარტივი გასაკონტროლებელი და აღმოსაჩენია, ვიდრე სადღაც ვიღაც ფოიერვერკს რომ ისვრის. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ აღმოჩენის შემთხვევები მზარდია და უფრო გაიზრდება. ამ კანონპროექტს მივესალმები და მხარს ვუჭერ. ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს. ეს ნახევრად ხუმრობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილავენ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ წარადგინა.